saqarTvelos karsti - jakonias karstruli Wa

 

კარსტული ჭა ოხაჩქუეს კირქვულ მასივზე, მდინარე დიდი ერისწყლის აუზში. იხსნება ზღვის დონიდან 2050 მ-ზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. გამოკვლეული ნაწილის სიღრმეა 50 მ. აქვს დარბაზები, ძალზე ტეხილი გასწვრივი პროფილი. არ არის ნაღვენთები, ბევრია ლოდნარი. ჰაერის ტემპერატურა 5,5 °C. ზედა ნაწილში თოვლი და ფირნია.